ირინა მილორავა - ტარიფების გაზრდა ძირითადად, დაგეგმილ ინვესტიციებს უკავშირდება
სემეკ-ის თავმჯდომარე ირინა მილორავა აცხადებს, რომ თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა, ძირითადად, კომპანიების მიერ დაგეგმილ ინვესტიციებს უკავშირდება.
მისი განმარტებით, 2020 წლამდე მოხმარება საქართველოში დაახლოებით 20 პროცენტით მოიმატებს, რაც ენერგოკომპანიებისთვის გამოწვევაა და საჭიროებს ქსელის განვითარებაში დაბანდებას.
ახალი ტარიფები 2020 წლის ბოლომდე იმოქმედებს. მილორავას თქმით, კომპანიებს შეუძლიათ ტარიფის ცვლილების მოთხოვნით კომისიას მანამდეც მიმართონ.
სემეკ-ის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ ერთადერთი ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა, ტარიფის ცვლილება გამოიწვიოს, დოლარი-ლარის გაცვლითი კურსია.