ირინა მილორავა გაზის ტარიფის ზრდას გაზიციფირებაში ინვესტიციებს უკავშირებს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, ირინა მილორავას განცხადებით, ბუნებრივი გაზის ტარიფის ზრდა ინვესტიციებს უკავშირდება.
როგორც მილორავამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე განაცხადა, თანხების დაბანდება, ძირითადად, გაზიფიცირების მიმართულებით ხდება.
ამასთან, სემეკ-ის თავმჯდომარის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის შესასყიდი ფასი არ იზრდება.
მილორავა დეპუტატებს სემეკ-ის 2018 წლის ანგარიშს წარუდგენს, რომელშიც წერია, რომ შარშან კვლავ გაგრძელდა ახალი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირების პროცესი.
„საცალო მომხმარებელთა რაოდენობამ (საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო) საანგარიშო წლის ბოლოს 1 239 022 შეადგინა“, – აღნიშნულია ანგარიშში.