IRI - კახა კალაძის წინაშე მდგარ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად გამოკითხულები უკანონო მშენებლობებს ასახელებენ
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ახალ კვლევაში დაინტერესდა, რომელია ის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელმაც თბილისის მერმა კახა კალაძემ უნდა მიაქციოს ყურადღება.
გამოკითხულთა მიერ დასახელებული პრობლემების ჩამონათვალში ლიდერობს:
უკანონო მშენებლობა – 34%, ინფრასტრუქტურა – 26%, სამუშაო ადგილები – 23%, ეკოლოგია – 23%, საზოგადოებრივი ტრანსპორტი – 21%.
კვლევა ჩაატარა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს 1 500 მოქალაქე. რესპონდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.