შალვა პაპუაშვილი - IRI-ის კვლევით არჩევნების შედეგები უკვე მეთხუთმეტეჯერ დადასტურდა და რას აპროტესტებენ?
შალვა პაპუაშვილი - IRI-ის კვლევით არჩევნების შედეგები უკვე მეთხუთმეტეჯერ დადასტურდა და რას აპროტესტებენ?

IRI-ის კვლევით არჩევნების შედეგები უკვე მეთხუთმეტეჯერ დადასტურდა და რას აპროსტებენ? – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი.

„​IRI-ის გუშინ გამოქვეყნებული კვლევაც კი ადასტურებს სამ რამეს:

ბოიკოტმა „ქართული ოცნება“ გააძლიერა,

„ლელომ“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიწებებით თავი გაინადგურა,

არჩევნების შედეგები უკვე მეთხუთმეტეჯერ დადასტურდა და რას აპროტესტებენ, რას?

„ქართული ოცნება“: 50% (+2)

„ნაციონალური მოძრაობა“: 26% (-1)

„სტრატეგია აღმაშენებელი“: 4% (+1)

„ევროპული საქართველო“: 4%

„პატრიოტთა ალიანსი“: 3%

„გირჩი“: 3%

„მოქალაქეები“: 3% (+2)

„ლეიბორისტული პარტია“: 3% (+2)

„ლელო“: 1% (-2)

+/- 2020 წლის არჩევნებთან შედარებით“, – წერს „ფეისბუქში“ შალვა პაპუაშვილი.

IRI-ის გუშინ გამოქვეყნებული კვლევაც კი ადასტურებს 3 რამეს:

✅ ბოიკოტმა ქართული ოცნება გააძლიერა,
❎ ლელომ ნაციონალურ…

Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on სამშაბათი, 06 აპრილი, 2021