IRI-ს კვლევის თანახმად, მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქართულ ჯარს აქვს, მეორე ადგილზეა საპატრიარქო, მესამეზე - პოლიცია
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ინსტიტუციების რეიტინგში ქართული ჯარი ლიდერობს.
მოწონების მაჩვენებლით მეორე ადგილზეა საპატრიარქო, ხოლო მესამეზე – პოლიცია.
კითხვაზე, როგორია თქვენი მოსაზრება თითოეულ ინსტიტუტზე, გამოკითხულთა 77 პროცენტი აცხადებს, რომ დადებითი მოსაზრებისაა ქართული ჯარის მიმართ, 16 პროცენტი ამბობს, რომ მიუღებელია, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის ან პასუხზე უარი განაცხადა შვიდმა პროცენტმა.
72 პროცენტი დადებითადაა განწყობილი საქართველოს საპატრიარქოს მიმართ. გამოკითხულთა 20 პროცენტი აცხადებს, რომ მიუღებელია, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის ან პასუხზე უარი განაცხადა რვა პროცენტმა.
ამასთან, გამოკითხულთა 63 პროცენტი ასახელებს პოლიციას, მიუღებელი – 33%, არ ვიცი/უარი პასუხზე – 4%; მედია: მისაღები – 62%, მიუღებელი – 34%, არ ვიცი/უარი პასუხზე – 5%; ადგილობრივი ხელისუფლება: მისაღები – 57%, მიუღებელი – 34%, არ ვიცი/უარი პასუხზე – 4%; განათლების სისტემა: მისაღები – 48%, მიუღებელი – 45%, არ ვიცი/უარი პასუხზე -7%; ცესკო: მისაღები – 43%, მიუღებელი – 51%, არ ვიცი/უარი პასუხზე – 6%; პრემიერ-მინისტრის ოფისი: მისაღები – 41%, მიუღებელი – 48%, არ ვიცი/უარი პასუხზე – 11%; პრეზიდენტის ოფისი: მისაღები – 39%, მიუღებელი – 49%, არ ვიცი/უარი პასუხზე – 12%; სასამართლოები: მისაღები – 39%, მიუღებელი – 46%, არ ვიცი/უარი პასუხზე – 16%; ეროვნული ბანკი: მისაღები – 36%, მიუღებელი – 47%, არ ვიცი/უარი პასუხზე – 17%; საქართველოს პარლამენტი: მისაღები – 36%, მიუღებელი – 59%, არ ვიცი/უარი პასუხზე – 6%; პროკურატურის ოფისი: მისაღები – 33%, მიუღებელი – 42%, არ ვიცი/უარი პასუხზე-26%; პოლიტიკური პარტიები: მისაღები – 32%, მიუღებელი – 58%, არ ვიცი/უარი პასუხზე-10%; სავაჭრო გაერთიანებები: მისაღები – 27%, მიუღებელი – 33%, არ ვიცი/უარი პასუხზე – 41%;
IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%-ს. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.