ირანული ნავთობის იმპორტირებისთვის აშშ რუსეთს, ჩინეთსა და ევროპულ ქვეყნებს სანქციებით დაემუქრა
ირანული ნავთობის იმპორტირებისთვის ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს, ჩინეთსა და ევროპულ ქვეყნებს სანქციებით დაემუქრა.
„ჩვენ გვსურს სანქციების გაძლიერება ჩინეთის, რუსეთის, ევროპული ქვეყნების და სხვების წინააღმდეგ, რაც ირანულ ნავთობს უკავშირდება“, – განაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, სტივენ მნუჩინმა წარმომადგენელთა პალატის საფინანსო კომიტეტზე მოსმენისას.
აშშ-ის ხელისუფლება მსოფლიო ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ირანული ნავთობის შესყიდვა. აშშ-ის განცხადებების პარალელურად, ირანის ელიტური სამხედრო დანაყოფი, რევოლუციის გუშაგთა კორპუსი პრობლემების შექმნის შეთხვევაში ორმუზის სრუტის ჩაკეტვით და მსოფლიო ნავთობის ტრანზიტის შეფერხებით იმუქრება.