ირანული ნავთობის იმპორტირებისთვის აშშ რუსეთს, ჩინეთსა და ევროპულ ქვეყნებს სანქციებით დაემუქრა

21:30, 12.07.2018

ირანული ნავთობის იმპორტირებისთვის ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს, ჩინეთსა და ევროპულ ქვეყნებს სანქციებით დაემუქრა.

„ჩვენ გვსურს სანქციების გაძლიერება ჩინეთის, რუსეთის, ევროპული ქვეყნების და სხვების წინააღმდეგ, რაც ირანულ ნავთობს უკავშირდება“, – განაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, სტივენ მნუჩინმა წარმომადგენელთა პალატის საფინანსო კომიტეტზე მოსმენისას.

აშშ-ის ხელისუფლება მსოფლიო ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ირანული ნავთობის შესყიდვა. აშშ-ის განცხადებების პარალელურად, ირანის ელიტური სამხედრო დანაყოფი, რევოლუციის გუშაგთა კორპუსი პრობლემების შექმნის შეთხვევაში ორმუზის სრუტის ჩაკეტვით და მსოფლიო ნავთობის ტრანზიტის შეფერხებით იმუქრება.

 

მსგავსი