ირანული მედია - რუსეთი ირანის ეკონომიკაში ყველაზე დიდ ინვესტიციას განახორციელებს
ირანულმა და რუსულმა კომპანიებმა დღეს ხელი მოწერეს შეთანხმებას ირანის ეკონომიკაში უდიდესი საზღვარგარეთული ინვესტიციების განხორციელების შესახებ.
ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. შეთანხმების მიხედვით, რუსული კომპანიები ირანის სანავთობო ინსდუსტრიაში 40 მილიარდი დოლარის ინვესტიციების ჩადებას გეგმავენ.
როგორც მედია წერს, ბოლო კვირების მანძილზე, ორ ქვეყანას შორის სტარატეგიული ურთიერთობების ფარგლებში, ისეთ რუსულ მსხვილ კომპანიებთან, როგორიც „გაზპრომია“, მიღწეულ იქნა წინასწარი შეთანხმება ინვესტიციების განხორციელების შესახებ.
მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა „გაზპრომის“ ხელმძღვანელობას მოუწოდა, უმოკლეს დროში გამგზავრებულიყო ირანში და მოლაპარაკებები გაემართა ირანის ნავთობისა და გაზის პროექტებში ინვესტირებაზე.