ირანული მედია ამერიკულ სამხედრო ბაზებზე სარაკეტო დარტყმის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს
ირანული მედია ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე მიტანილი სარაკეტო დარტყმის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.
იერიშის სამიზნე იყო აშშ-ის სამხედრო ობიექტი ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ერბილის სიახლოვეს და ავიაბაზა აინ ალ-ასადი, რომელიც ერაყის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.
ირანში განაცხადეს, რომ ეს სარაკეტო დარტყმები აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციისთვის შურისძიებას წარმოადგენს.
„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ გავრცელებულ განცხადებაში მოუწოდა აშშ-ს, საპასუხო ნაბიჯებისგან თავი შეიკავოს.
საქართველოს პირველი არხი ვიდეოს ავთენტურობას ვერ ადასტურებს.