ირანში წყალდიდობამ სოფლის მეურნეობა 3,1 მილიარდი დოლარით დააზარალა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული სააგენტო „მეჰრი“ სოფლის მეურნეობის მინისტრზე, მაჰმუდ ჰოჯატიზე დაყრდნობით ავრცელებს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს რიცხვი უახლოეს დღეებში შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
როგორ ჰოჯატიმ ირანის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის სამხრეთი პროვინცია ხუზისტანი დააზარალა, სადაც სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურისადმი მიყენებულმა ზარალმა 714 მილიონი დოლარი შეადგინა.
ირანში ძლიერი წვიმა მარტის მეორე ნახევრიდან დაიწყო. დაიტბორა 2 000-მდე ქალაქი და სოფელი. წყალდიდობას 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.