ირანში, სამხედრო აღლუმზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
ირანში სამხედრო აღლუმზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ ტერორისტული დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი საინფორმაციო სააგენტო Amaq-ი იუწყება.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ, მუჰამედ ჯავად ზარიფის განცხადებით კი, სამხედრო აღლუმზე თავდასხმა ტერორისტების რეგიონული სპონსორებისა და ამერიკელი ინსტრუქტორების ხელშეწყობით განხორციელდა.
ამ დროის მონაცემებით, ქალაქ აჰვაზში, სამხედრო აღლუმზე მომხდარ ტერაქტს 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი, დაშავდა. დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის არიან ქალები და ბავშვებიც.