ირანში სამხედრო აღლუმზე ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 24-ს მიაღწია
ირანში სამხედრო აღლუმზე ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 24-ს მიაღწია

ირანში სამხედრო აღლუმზე ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 24-ს მიაღწია, დაშავებულია 50-ზე მეტი პირი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის არიან ქალები და მცირეწლოვანი ბავშვებიც.

ირანის ხელისუფლება მომხდარში ამერიკელ ინსტრუქტორებს ადანაშაულებს. ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ, მუჰამედ ჯავად ზარიფის განცხადებით, სამხედრო აღლუმზე თავდასხმა ტერორისტების რეგიონული სპონსორებისა და ამერიკელი ინსტრუქტორების ხელშეწყობით განხორციელდა.

ისლამურ რესპუბლიკაში ტერაქტი ქალაქ აჰვაზში მოხდა. რამდენიმე უცნობმა შეიარაღებულმა პირმა სამხედრო აღლუმის მსვლელობის დროს ცეცხლი გახსნა.

დღეს ისლამური რესპუბლიკის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქლაქ თეირანში სამხედრო აღლუმები 1980-1988 წლებში მიმდინარე ირან-ერაყის ომის დაწყების აღსანიშნავად იმართება.