ირანში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ირანული Press Tv იუწყება. ამერიკული „Washington Post“-ის ინფორმაციით საავდმყოფოშო 18 მოქალაქე გადაიყვანეს.
სტიქია ირანის ცენტრალურ ნაწილში დღეს დილით მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სისახტთან, ახლოს მდებარეობდა.
ქალაქში 10 000 ადამიანი ცხოვრობს. ბიძგების სიმძლავრე 5.2 მაგნიტუდას შეადგენდა.