ირანში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე, 30 ადამიანი დაშავდა

12:10, 02.05.2018

ირანში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ირანული Press Tv იუწყება. ამერიკული „Washington Post“-ის ინფორმაციით საავდმყოფოშო 18 მოქალაქე გადაიყვანეს.

სტიქია ირანის ცენტრალურ ნაწილში დღეს დილით მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სისახტთან, ახლოს მდებარეობდა.

ქალაქში 10 000 ადამიანი ცხოვრობს. ბიძგების სიმძლავრე 5.2 მაგნიტუდას შეადგენდა.

მსგავსი