ირანში კორონავირუსთან დაკავშირებით ჭორების გავრცელების ბრალდებით 24 ადამიანი დააკავეს
ირანში კორონავირუსთან დაკავშირებით ჭორების გავრცელების ბრალდებით 24 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 118-მა ადამიანმა გაფრთხილება მიიღო.
„ფრანს 24“-ის ინფორმაციით, კიბერპოლიცია აქტიურად აკონტროლებს ვირუსთან დაკავშირებით ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციას.
ოფიციალური მონაცემებით, ირანში კორონავირუსით 19 ადამიანია გარდაცვლილი.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ირანის ხელისუფლებას 25 თებერვალს მოუწოდა, კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია არ დამალოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ირანის პრეზიდენტი გამოეხმაურა და აშშ კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის გავრცელებაში დაადანაშაულა.