აშშ ირანს მოუწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია გაავრცელოს
აშშ ირანს მოუწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია გაავრცელოს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ირანის ხელისუფლებას მოუწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია არ დამალოს.

„ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია ინფორმაციით, რომ შესაძლოა ირანის რეჟიმი მნიშვნელოვან დეტალებს მალავდეს. ყველა ქვეყანამ, ირანის ჩათვლით უნდა გაავრცელოს ზუსტი ინფორმაცია კორონავირუსთან დაავშირებით და ითანამშროლოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან“ ,- განაცახდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

ოფიციალური მონაცემებით, ირანში კორონავირუსით 16 ადამიანია გარდაცვლილი.