ირანში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა
ირანში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. როგორც ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ირანში კორონავირუსით 346 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში კი, „კოვიდ-19“-ის 6 968 შემთხვევა გამოვლინდა.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 581 824 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 463 411 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 33 299 შეადგინა.
ირანში 4 995 ინფიცირებული კრიტიკულ მდგომარეობაშია.