ირანში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია 47 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია ირანის პარლამენტის პრეზიდიუმის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაავრცელა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული ბოლო ცნობით, „კოვიდ-19“-ით 12 ადამიანი გარდაიცვალა.
კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირებულია ყუმის, მარკაზის და მაზანდარანის პროვინციებში.