ირანში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

12:01, 24.02.2020

ირანში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია 47 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია ირანის პარლამენტის პრეზიდიუმის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაავრცელა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული ბოლო ცნობით, „კოვიდ-19“-ით 12 ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირებულია ყუმის, მარკაზის და მაზანდარანის პროვინციებში.

მსგავსი