ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 702 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 223 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ამის შესახებ მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ირანში „კოვიდ-19“ ერთ მილიონ 123 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 52 670-ს შეადგენს.
ჯანდაცვის უწყების ცნობით, ამჟამად 5 704 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 833 276-მა ადამიანმა კი ვირუსი დაამარცხა.