ირანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 109 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირების 2 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირანში კორონავირუსის ლეტალური შემთხვევების რიცხვი 10 364-ს აღწევს.
ამ დროისთვის ირანში კორონავირუსით ინფიცირების 220 180 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 180 661 უკვე გამოჯანმრთელდა.