ირანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 109 პაციენტი გარდაიცვალა

19:24, 27.06.2020

ირანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 109 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირების 2 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირანში კორონავირუსის ლეტალური შემთხვევების რიცხვი 10 364-ს აღწევს.

ამ დროისთვის ირანში კორონავირუსით ინფიცირების 220 180 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 180 661 უკვე გამოჯანმრთელდა.

მსგავსი