ირანში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს
ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, – ამის შესახებ ირანში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს.
პრემიერ-მინისტრის ოფისში ასევე აღნიშნეს, რომ მათ ისრაელს დეესკალაციის მნიშვნელობის შესახებ განუცხადეს.
ირანზე დღეს, დილით განხორციელებული თავდასხმის წყარო ოფიციალურად დადასტურებული არ არის. თავდასხმის შესახებ ისრაელში ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა და მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ აუღიათ.