ირანში განაცხადეს, რომ ისრაელის წინააღმდეგ ოპერაცია დასრულებულია. ამის შესახებ განცხადება ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელმა, მოჰამედ ბაგერიმ გააკეთა.
ამასთან, ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ირანელი სამხედროები მზად არიან და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედებენ.
„ჩვენი თვალსაზრისით, ოპერაცია დასრულებულია, მაგრამ შეიარაღებული ძალები მზად არიან და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედებენ“.
მისივე თქმით, ოპერაცია „წარმატებული“ იყო.
ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის განცხადებით, ირანი „თანაზომად პასუხს“ გასცემს, თუ ისრაელი გადაწყვეტს, თავს დაესხას „ირანის ინტერესებს, თანამდებობის პირებსა და მოქალაქეებს“.
ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციას ირანში „ჭეშმარიტი პასუხი“ უწოდეს. როგორც თეირანᲨი აცხადებენ, 13 აპრილის იერიში იყო ირანის პასუხი პირველ აპრილს სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოზე მიტანილ დარტყმაზე, რომელსაც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსნები ემსხვერპლნენ. ირანმა მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა და ირანის სუვერენიტეტის შელახვაში დასდო ბრალი.