ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 142 ადამიანი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევა.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 252 720 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო ფატალური შემთხვევების რიცხვი 12 447-ს აღწევს. კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება 3 319 პაციენტი.
ირანში „კოვიდ-19“-სგან 215 015 პაციენტი განიკურნა.