ირანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 142 ადამიანი გარდაიცვალა
ირანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 142 ადამიანი გარდაიცვალა

ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 142 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევა.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 252 720 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო ფატალური შემთხვევების რიცხვი 12 447-ს აღწევს. კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება 3 319 პაციენტი.

ირანში „კოვიდ-19“-სგან 215 015 პაციენტი განიკურნა.

დატოვე კომენტარი