ირანში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 144 ადამიანი დაიღუპა. შედეგად „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 2378-მდე გაიზარდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ასევე ინფიცირებულთა რაოდენობამ 2962-ით მოიმატა.
ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ირანში სულ 32 332 შემთხვევა არის დადასტურებული.
ამასთან, 2893 ადამიანი კრიტიკულ მდგომარებაშია.