ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 144 ადამიანი დაიღუპა

14:31, 27.03.2020

ირანში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 144 ადამიანი დაიღუპა. შედეგად „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 2378-მდე გაიზარდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ასევე ინფიცირებულთა რაოდენობამ 2962-ით მოიმატა.

ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ირანში სულ 32 332 შემთხვევა არის დადასტურებული.

ამასთან, 2893 ადამიანი კრიტიკულ მდგომარებაშია.

მსგავსი