ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 023 ადამიანი დაინფიცირდა, 323 პაციენტი კი გარდაიცვალა
ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 023 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 323 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ამის შესახებ მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ირანში „კოვიდ-19“ ერთ მილიონ 62 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 50 917-ს შეადგენს.
ჯანდაცვის უწყების ცნობით, ამჟამად5 780 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 754 224-მა ადამიანმა კი ვირუსი დაამარცხა.