ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 023 ადამიანი დაინფიცირდა, 323 პაციენტი კი გარდაიცვალა

16:19, 08.12.2020

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 023 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 323 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამის შესახებ მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ირანში „კოვიდ-19“ ერთ მილიონ 62 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 50 917-ს შეადგენს.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, ამჟამად5 780 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 754 224-მა ადამიანმა კი ვირუსი დაამარცხა.

 

მსგავსი