ირანის დედაქალაქ თეირანში, აზერბაიჯანის საელჩოს შეიარაღებული პირი თავს დაესხა. მედიის ცნობით, დაღუპულია აზერბაიჯანის საელჩოს დაცვის სამსახურის უფროსი.
როგორც მედია წერს, დაჭრილია დაცვის კიდევ ორი წევრი, რომლებიც კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირის შეჩერებას შეეცადნენ. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.
თავდამსხმელი დაკავებულია. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.
მომხდარი დაგმო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ.