ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციები განახლდა. თეირანში ერთ-ერთი უნივერსიტეტის შენობასთან შეკრებილი დემონსტრანტები ირანის მიერ უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებას მეოთხე დღეა, აპროტესტებენ.
„სად არის სამართალი?“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
ირანში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანის მთავრობამ აღიარა, რომ უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი „ადამიანური შეცდომის“ გამო ჩამოაგდო. სამგზავრო ლაინერში მყოფი 176 ადამიანი დაიღუპა.