ირანის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი - ქვეყანაში ყოველ ათ წუთში კორონავირუსით ერთი ადამიანი იღუპება
ირანში ყოველ ათ წუთში კორონავირუსით ერთი ადამიანი იღუპება, ყოველ საათში კი 50 ირანელი ინფიცირდება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ირანის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერმა, კიანუშ ჯაჰანპურმა დაწერა.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანში კორონავირუსით 149 ადამიანი გარდაიცვალა.
მსხვერპლთა რაოდენობამ საერთო ჯამში 1 284 შეადგინა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია დაავადების 1 046 შემთხვევა, სულ დაფიქსირდა ინფიცირების 18 407 შემთხვევა.