ირანის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი – ქვეყანაში ყოველ ათ წუთში კორონავირუსით ერთი ადამიანი იღუპება

15:45, 19.03.2020

ირანში ყოველ ათ წუთში კორონავირუსით ერთი ადამიანი იღუპება, ყოველ საათში კი 50 ირანელი ინფიცირდება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ირანის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერმა, კიანუშ ჯაჰანპურმა დაწერა.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანში კორონავირუსით 149 ადამიანი გარდაიცვალა.

მსხვერპლთა რაოდენობამ საერთო ჯამში 1 284 შეადგინა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია დაავადების 1 046 შემთხვევა, სულ დაფიქსირდა ინფიცირების 18 407 შემთხვევა.

მსგავსი