ირანმა რუსეთთან სავაჭრო ოპერაციებიდან დოლარის ვალუტა და „სვიფტის“ საერთაშორისო საბანკო სისტემა სრულად ამოიღო
ირანმა რუსეთთან სავაჭრო ოპერაციებიდან დოლარის ვალუტა და „სვიფტის“ საერთაშორისო საბანკო სისტემა სრულად ამოიღო

ირანმა რუსეთთან სავაჭრო ოპერაციებიდან დოლარის ვალუტა და „სვიფტის“ საერთაშორისო საბანკო სისტემა სრულად ამოიღო, – ამის შესახებ ირანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, მოჰამედ რეზა ფარზინმა განაცხადა.

ირანულ და რუსულ გადახდის სისტემებს შორის დაკავშირების აღსანიშნავად ირანში ცერემონია გაიმართა. ორ ქვეყანაში გადახდის სისტემების დაკავშირება ირანელ საბანკო ბარათების მფლობელებს საშუალებას აძლევს, გაანაღდონ ფული რუსეთში ავტომატური აპარატებიდან.

პროექტის მეორე ეტაპი გულისხმობს იმავე წვდომას რუსი ბარათის მფლობელებისთვის ირანში, ხოლო მესამე ეტაპი ირანელებს საშუალებას მისცემს, გამოიყენონ გაყიდვების პუნქტები რუსეთში სავაჭრო და სხვა სერვისებისთვის. ორივე ქვეყანა „სვიფტის“ გვერდის ასავლელად უკვე იყენებს ირანის „სეპამის“ ფინანსური შეტყობინებების სერვისს.