ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი - სირიაში ირანელი ჯარისკაცების დაბომბვისთვის ისრაელი საფასურს გადაიხდის
სირიაში ირანელი ჯარისკაცების დაბომბვისთვის ირანი ისრაელის მიმართ სადამსჯელო ზომებს მიიღებს – ამის შესახებ ირანის უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა. ალი შამხანის თქმით, ისრაელი შეცდომისთვის საფასურს გადაიხდის, თუმცა როდის, როგორ და რა ვითარებაში მოხდება ეს, მხოლოდ ირანმა იცის.
9 აპრილს ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის სამხედრო ბაზა დაბომბა. ავიაიერიშის შედეგად ბაზაზე მყოფი ირანელი სამხედროები დაიღუპნენ. ირანის უშიშროების საბჭოს მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი სირიაში იმ ძალებს ბომბავს, რომლებიც ტერორიზმის წინააღდმეგ იბრძვიან.