ირანის სულიერი ლიდერის მრჩეველი - ირანი გამოიყენებს ყველა საშუალებას „ჰეზბოლას“ მხარდასაჭერად, თუ ისრაელი სრულმასშტაბიან ომს დაიწყებს
ირანის სულიერი ლიდერის მრჩეველი - ირანი გამოიყენებს ყველა საშუალებას „ჰეზბოლას“ მხარდასაჭერად, თუ ისრაელი სრულმასშტაბიან ომს დაიწყებს

ირანი გამოიყენებს ყველა საშუალებას „ჰეზბოლას“ მხარდასაჭერად, თუ ისრაელი სრულმასშტაბიან ომს დაიწყებს, – ამის შესახებ საგარეო საკითხებში ირანის სულიერი ლიდერის მრჩეველმა, კამალ ხარაზიმ განაცხადა.

ირანის სულიერი ლიდერის მრჩევლის თქმით, თეირანი არ არის ომით დაინტერესებული, მაგრამ არსებობს ომის გაფართოების შანსი მთელ რეგიონში, რომელშიც ჩაერთვება ყველა ქვეყანა, მათ შორის ირანი.

„ამ სიტუაციაში ჩვენ სხვა გზა არ გვექნება, გარდა იმისა, რომ „ჰეზბოლას“ ყველა საშუალებით მხარი დავუჭიროთ“, – აღნიშნა ირანის სულიერი ლიდერის მრჩეველმა.

კამალ ხარაზის განცხადებით, ასეთი ომი არც ირანის და არც აშშ-ის ინტერესებს არ ემსახურება.

გასულ კვირაში გაერო-ში ირანის მისიამ განაცხადა, რომ თუ ისრაელი დაიწყებს სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ, ამას გამანადგურებელი ომი მოჰყვება.