ირანის სულიერი ლიდერი - სიონისტური რეჟიმი ვერ შეძლებს დამარცხების თავიდან აცილებას სასოწარკვეთილი ქმედებებით, როგორიცაა თავდასხმა სირიაში ირანის საკონსულოს წინააღმდეგ
ირანის სულიერი ლიდერი - სიონისტური რეჟიმი ვერ შეძლებს დამარცხების თავიდან აცილებას სასოწარკვეთილი ქმედებებით, როგორიცაა თავდასხმა სირიაში ირანის საკონსულოს წინააღმდეგ

სიონისტური რეჟიმი ვერ შეძლებს დამარცხების თავიდან აცილებას სასოწარკვეთილი ქმედებებით, როგორიცაა საჰაერო თავდასხმა სირიაში ირანის საკონსულოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

„სიონისტური რეჟიმის დამარცხება ღაზაში გაგრძელდება და რეჟიმი ახლოს იქნება დაშლასთან. რა თქმა უნდა, ამ ქმედებებისთვის მათაც დაარტყამენ“, – განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა.

ისრაელი გააკრიტიკა ირანის პრეზიდენტმაც. იბრაჰიმ რაისიმ აღნიშნა, რომ სისასტიკეებმა ღაზაში, სადაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, დაახლოებით, 33 000 პალესტინელი დაიღუპა, დაამტკიცა, რომ ისრაელის რეჟიმი არ არის შეზღუდული რაიმე „მორალური პრინციპებით“.

„სიონისტურ რეჟიმთან ურთიერთობის ნორმალიზება დამარცხებულ ცხენზე ფსონის დადებას დაემსგავსა“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.