ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მოსახლეობას მოუწოდებს, პრეზიდენტ რაისის ჯანმრთელობისთვის ილოცონ
ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მოსახლეობას მოუწოდებს, ილოცონ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ჯანმრთელობისთვის.
„ირანელი ხალხი თუ არ ინერვიულებს, ქვეყნის მუშაობას შეფერხება არ ემუქრება“, – აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ.
ამასთან, ირანის სულიერმა ლიდერმა პრეზიდენტის ვერტმფრენთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
შეგახსენებთ, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამასთან, მოგვიანებით ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი „მძიმედ დაეშვა“. მედიის ცნობით, რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა კაშხლის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.