ირანის პრეზიდენტი – სიონისტური რეჟიმის აგრესიას შესაბამისი პასუხი გაეცა, ნეთანიაჰუმ იცოდეს, რომ ირანს არ სურს ომი, მაგრამ მტკიცედ დგას ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ, არ შემოხვიდეთ კონფლიქტში ჩვენთან
ირანსა და რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიზნით, კანონიერი უფლების საფუძველზე, შესაბამისი პასუხი გაეცა სიონისტური რეჟიმის აგრესიას, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, ირანს არ სურს ომი, მაგრამ მტკიცედ დგას ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ.
„ეს ქმედება ირანის ინტერესებისა და მოქალაქეების დასაცავად განხორციელდა. ნეთანიაჰუმ იცოდეს, რომ ირანს არ სურს ომი, მაგრამ ის მტკიცედ დგას ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ. ეს ჩვენი ძალის მხოლოდ ნაწილია. არ შემოხვიდეთ კონფლიქტში ირანთან“, – წერს ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი.
بر اساس حقوق مشروع و با هدف صلح و امنیت برای ایران و منطقه، پاسخ قاطع به تجاوزات رژیم صهیونیستی داده شد. این اقدام در دفاع از منافع و اتباع ایرانی بود. نتانیاهو بداند، ایران جنگطلب نیست اما در برابر هر تهدیدی قاطعانه میایستد. این تنها گوشهای از توان ماست. با ایران وارد درگیری…
— Masoud Pezeshkian (@drpezeshkian) October 1, 2024