ირანის სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფრანგ ტურისტს რვა წლით პატიმრობა შეუფარდა
ირანის სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფრანგ ტურისტ ბენჟამინ ბრიერის რვა წლით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული ტელეარხი „ბი-ემ-ეფი“ ავრცელებს.
36 წლის ბენჟამინ ბრიერი პულტის საშუალებით, მინი ვერტმფრენის მართვისთვის თურქმენეთ-ირანის საზღვრის სიახლოვეს, გასული წლის მაისში დააკავეს. მას ბრალი ჯაშუშობასა და ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ პროპაგანდაში წაუყენეს.
დაკავებული ყველა ბრალდებას უარყოფს.