ირანის სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფრანგ ტურისტს რვა წლით პატიმრობა შეუფარდა
ირანის სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფრანგ ტურისტს რვა წლით პატიმრობა შეუფარდა

ირანის სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფრანგ ტურისტ ბენჟამინ ბრიერის რვა წლით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული ტელეარხი „ბი-ემ-ეფიავრცელებს.

36 წლის ბენჟამინ ბრიერი პულტის საშუალებით, მინი ვერტმფრენის მართვისთვის თურქმენეთ-ირანის საზღვრის სიახლოვეს, გასული წლის მაისში დააკავეს. მას ბრალი ჯაშუშობასა და ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ პროპაგანდაში წაუყენეს.

დაკავებული ყველა ბრალდებას უარყოფს.

დატოვე კომენტარი