ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლიბანს მხარდაჭერას აღუთქვამს

23:17, 04.08.2020

ირანი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში ლიბანს დაეხმაროს, – ეს განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმა​ გააკეთა.

„ჩვენი ფიქრები და ლოცვა ახლა ლიბანის ხალხთანაა. როგორც ყოველთვის, ახლაც ირანი სრულ მზადყოფნაშია, რომ დახმარება აღმოუჩინოს ლიბანს. გამაგრდით“, – წერს ზარიფი „ტვიტერში“.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება დღეს მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია 30 დაღუპულისა და 3 000-ზე მეტი დაშავებულის შესახებ.

მსგავსი