ირანი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში ლიბანს დაეხმაროს, – ეს განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმა გააკეთა.
„ჩვენი ფიქრები და ლოცვა ახლა ლიბანის ხალხთანაა. როგორც ყოველთვის, ახლაც ირანი სრულ მზადყოფნაშია, რომ დახმარება აღმოუჩინოს ლიბანს. გამაგრდით“, – წერს ზარიფი „ტვიტერში“.
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება დღეს მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია 30 დაღუპულისა და 3 000-ზე მეტი დაშავებულის შესახებ.