ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი - ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების პერსპექტივას ვერ ხედავს
ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების პერსპექტივას ვერ ხედავს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, აბას მუსავიმ განაცხადა.
ირანის საგარეო უწყებაში განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ირანთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება შესაძლებლად მიიჩნია.
„მე ნამდვილად მჯერა, რომ ირანს შეთანხმების დადება სურს და ვფიქრობ, რომ ეს მათი მხრიდან ძალიან გონივრულია და მიმაჩნია, რომ ეს შესაძლებელია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა 27 მაისს. პარალელურად ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ თეირანს ბირთვული იარაღის შექმნა არ სურს.