ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის მკვლელობა ისრაელის მიერ განხორციელებული „მხდალი ტერორისტული ოპერაცია იყო“
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის შეფასებით, ბეირუთში „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალეჰ ალ-აროურის მკვლელობა ისრაელის მიერ განხორციელებული „მხდალი ტერორისტული ოპერაცია იყო“.
მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, რომ „სიონისტურმა რეჟიმმა აშშ-ის პირდაპირი მხარდაჭერის მიუხედავად, ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე კვირების განმავლობაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების, გენოციდისა და დესტრუქციის შემდეგ, თავის ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია.
„სხვა ქვეყნებში ამ რეჟიმის ტერორისტული მანქანის ბოროტი ქმედებები საფრთხეა მშვიდობის, უსაფრთხოებისთვის და სერიოზული განგაშის საბაბია რეგიონის ყველა ქვეყნისთვის“, – წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერის“ გვერდზე.