ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთს უპილოტო თვითმფრინავები შეზღუდული რაოდენობით, ომამდე რამდენიმე თვით ადრე გადავეცით
ირანმა რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების გადაცემა ოფიციალურად დაადასტურა. ამის შესახებ განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა გააკეთა.
როგორც ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა აღნიშნა, თეირანმა მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე გადასცა.
„დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის ამ აურზაურში, რომ ირანმა რუსეთს რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები უკრაინის ომის დასახმარებლად მიაწოდა, რაკეტის ნაწილი სრულიად არასწორია. უპილოტო თვითმფრინავები ნაწილი სწორია, უკრაინის ომამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსეთს უპილოტო თვითმფრინავები შეზღუდული რაოდენობით გადავეცით“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მანამდე ირანელი ოფიციალური პირები უარყოფდნენ, რომ რუსეთს შეიარაღება გადასცეს, რომელიც მოგვიანებით, უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენეს.