ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამედ ჯავად ზარიფის განცხადებით, ისრაელთან ომის რისკი მაღალია.
ეს განცხადება ზარიფმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფრენციაზე გააკეთა.
მისივე თქმით, ისრაელს ომის წამოწყება სურს, ხოლო აშშ-ის ნაბიჯების გამო ასეთი დაპირისპირების შესაძლებლობა მატულობს.
„დიახ, ცხადია, რომ ზოგიერთი ადამიანს ომი სურს. რისკი მაღალია და ის კიდევ უფრო გაიზრდება, თუ ჩვენ თვალს დავხუჭავთ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე“, – განაცხადა ირანის მთავარმა დიპლომატმა.