ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ისრაელთან ომის რისკი მაღალია

14:45, 17.02.2019

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამედ ჯავად ზარიფის განცხადებით, ისრაელთან ომის რისკი მაღალია.

ეს განცხადება ზარიფმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფრენციაზე გააკეთა.

მისივე თქმით, ისრაელს ომის წამოწყება სურს, ხოლო აშშ-ის ნაბიჯების გამო ასეთი დაპირისპირების შესაძლებლობა მატულობს.

„დიახ, ცხადია, რომ ზოგიერთი ადამიანს ომი სურს. რისკი მაღალია და ის კიდევ უფრო გაიზრდება, თუ ჩვენ თვალს დავხუჭავთ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე“, – განაცხადა ირანის მთავარმა დიპლომატმა.

 

მსგავსი