ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ისრაელის მხრიდან ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმა თუ მოხდება, პასუხი უფრო მძლავრი იქნება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ისრაელის მხრიდან ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმა თუ მოხდება, პასუხი უფრო მძლავრი იქნება

ნებისმიერ თავდასხმას ისრაელის მხრიდან უფრო ძლიერი პასუხი მოჰყვება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მტერმა იცის, რა სამიზნეებზე აქვს ირანს წვდომა.

„ნებისმიერი თავდასხმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ინფრასტრუქტურაზე, ძალიან მძიმე პასუხს გამოიწვევს და ჩვენმა მტრებმა იციან, რა სიონისტური რეჟიმის სამიზნეებზე გვაქვს წვდომა. ჩვენ ვურჩევთ სიონისტურ რეჟიმს, არ გამოცადოს ისლამური რესპუბლიკის პასუხი. თუ რაიმე თავდასხმა მოხდება ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი პასუხი იქნება უფრო მძლავრი“, – განაცხადა არაღჩიმ.